მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მერს ჩამოხეული რუსული კანონის მხარდამჭერი პლაკატები გადასცეს

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მერს ჩამოხეული რუსული კანონის მხარდამჭერი პლაკატები გადასცეს

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილის თქმით, ის რომ ისევ არასამთავრობო სექტორში იყოს უცხო ქვეყნის გავლენის ინტერესების გამტარებლად დარეგისტრირდებოდა.

მისი თქმით, ის გამჭვირვალობაში პრობლემას ვერ ხედავს.

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მერს პარტია “ახალის” წევრებმა ჩამოხეული რუსული კანონის მხარდამჭერი პლაკატები გადასცეს.

ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომაზე “არა რუსულ კანონს” პოსტერებით შევიდნენ და განცხადების გაკეთების უფლებას ითხოვდნენ.

“ქართული ოცნების”  ფრაქციის წევრმა მარეხი ნიჟარაძემ, ოპონენტებს მოღალატეები უწოდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა პროტესტის ნიშნით დატოვეს დარბაზი. საკრებულოზე “ოცნებასა” და “ახალის” დეპუტატებს შორის ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა.

კომენტარები