“ქართული ოცნების” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეები თრობის ქვეშ იყვნენ.
“ეს არ არის ევროპული გზა, რაც გუშინ ქნეს და როგორი შეძახილები ხდებოდა, როგორ იქცეოდნენ ქუჩაში, რა მდგომარეობაში იყვნენ ის ახალგაზრდები. თრობის ქვეშ იყვნენ, რისი თრობის ქვეშ იყვნენ არ ვიცი.
მე მაქვს ჩემი ქვეყანა, მე მაქვს ჩემი პარლამენტი და კეთილი ინებოს ნებისმიერმა ქვეყანამ, დიდი იქნება თუ პატარა, სუვერენიტეტი დაიცვას. მე, მაგალითად, მზად ვარ, ამ კანონს ხელი მოვაწერო და დავიცვა ჩვენი ქვეყანა”, – აცხადებს ბეჟან წაქაძე.
კომენტარები