ქუთაისში აქცია – “კი ევროპას, არა რუსულ კანონს” იმართება. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და კანონპროექტი გააპროტესტეს.
მათი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, არის დისკრიმინაციული და ემსახურება ენჯეოს და მედიის წარმომადგენლების აგენტებად მოხსენიებას.
აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, უკან გაიხმონ კანონპროექტი, რადგან ის არის რუსული და შეაფერხებს ქვეყნის დემოკრატიას.
“რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, გაქრება ჩემი და შენი თავისუფლება. ამიტომ შევიკრიბეთ დღეს, რომ ქუთაისიდან მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას. ევროპა ჩვენი არჩევანია და ჩვენ არ გვსურს, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა და არ გვსურს რუსეთში”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
კომენტარები