მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში დღეს მორიგი აქცია დააანონსდა

ქუთაისში დღეს მორიგი აქცია დააანონსდა

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია დღესაც გაიმართება. ახალგაზრდები და სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები მესხიშვილის სახელობის თეატრთან, 20:00 საათზე, კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან  და “ქართული ოცნების”  მიერ პირველი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონპროექტს გააპროტესტებენ.

“არა რუსულ კანონს, კი ევროპას, ჩვენი მომავალი ევროპულია”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით უკვე მეორედ მიიღო. პირველად, იგივე კანონპროექტი მმართველმა პარტიამ შარშან, 2023 წლის მარტში მიიღო, თუმცა პროტესტის შემდეგ მეორე მოსმენისას კანონპროექტი ჩააგდეს. ამის შემდეგ ხელისუფლება ხალხს დაჰპირდა, რომ ამ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ იგივე კანონი, შეცვლილი სახელწოდებით, კვლავ დააინიციირეს.

კომენტარები