მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“თქვენს გვერდით ვართ, ქუთაისის მერიაში ბევრი თქვენს მხარესაა”, – საჯარო მოხელე რუსულ კანონსა და პროტესტზე

“თქვენს გვერდით ვართ, ქუთაისის მერიაში ბევრი თქვენს მხარესაა”, – საჯარო მოხელე რუსულ კანონსა და პროტესტზე

ქუთაისის მერიაში დასაქმებული, “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს აპროტესტებს.

საჯარო მოხელის თქმით, მასაც სურს აქციაზე დასწრება თუმცა სამსახურის დაკარგვის შიშით ამას ვერ ბედავს.

“მეგობრებო,  ქუთაისის მერიაში ვმუშაობ, მთელი სულით და გულით თქვენ მხარეს ვარ, აქ ბევრია თქვენი გულშემატკივარი. ვერ მოვდივართ აქციებზე, ვიცი მერე უფროსი გამკიცხავს, საყვედურს გამომიცხადებს. ან რეორგანიზაცია შემეხება.

დაფარულად დაწერა რომ შეიძლება ძალიან კარგია, ამ სიბნელეში ამ შენობაში  არის კარგი ადამიანები. მეუღლე უმუშევარი და მეც რომ წამოვიდე ძალიან გამიჭირდება. არა რუსულ კანონს  სიმართლე და თავისუფლება მუდამ გაიმარჯვებ”, – წერს საჯარო მოხელე ანონიმურად ჯგუფში “ქუთაისი რუსული კანონის წინააღმდეგ”.

კომენტარები