ქუთაისის ქუჩებში საჯარო მოხელეების მობილიზება მიმდინარეობს. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მიკროავტობუსები და ავტობუსებია მობილიზებული და საჯარო მოხელეები სიებით გადაჰყავთ.
საჯარო მოხელეების ერთმა ნაწილმა ქუთაისი უკვე დატოვა, დანარჩენების შეკრება კი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა უმრავლესობა მედიასთან საუბარს გაურბის.
“სად მივდივარ და მამაჩემთან”, “ლოს-ანჯელესში მივდივარ, პრეტენზია გაქვს რამე?”, “უდაბნოში მივდივარ აქლემების ჩამოსაყვანად”, – აცხადებენ “ინფო იმერეთთან” საჯარო მოხელეები.
“ქართული ოცნების” ორგანიზებით დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე “საყოველთაო სახალხო შეკრება” გაიმართება.
პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება.
კომენტარები