არა რუსულ კანონს – ამ დევიზით ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები აქცია-მსვლელობას მართავენ.
ახალგაზრდები “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ და ხელისუფლებას მისი უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.
სტუდენტები ამბობენ, რომ კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელს უშლის, მათთვის მიუღებელია.
სტუდენტებმა მარში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მოაწყვეს.
მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დასრულდება, სადაც კანონპროექტის მოწინააღმდეგეების პროტესტი დღესაც გაგრძელდება.
კომენტარები