მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ქუთაისიდან დედაქალაქის მიმართულებით 15:00 საათზე დაიძრებიან

რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ქუთაისიდან დედაქალაქის მიმართულებით 15:00 საათზე დაიძრებიან

თბილისში, რუსული კანონის  საწინააღმდეგო აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.

აქციაზე წამსვლელი პირები 15:00 საათზე მერიასთან შეიკრიბებიან, რომელთა ტრანსპორტირებას, საკვებსა და ღამის გასათევს ემიგრანტები დააფინანსებენ.

“დღეს,  1 მაისს 15:00 საათზე ვისაც თბილისში წამოსვლის სურვილი აქვს, ვიკრიბებით ქუთაისში მერიის წინ!
ტრანსპორტირება მოგვარებულია, ღამის თევის პრობლემა მოგვარებულია”, – წერს სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიძე.

თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსული მშვიდობიანი აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია. ნაცემია ოპოზიციონერი ლიდერები. დაკავებულია 68 ადამიანი.

კომენტარები