დარბევის, ძალადობისა და დაპირისპირების მიუხედავად, საზოგადოება უკან დახევას არ აპირებს – თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას ქუთაისიც უერთდება.
ქუთაისელი ახალგაზრდები, აქტივისტები, იურისტები, მსახიობები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ. მათ ტრანსპორტირებას, საკვებსა და ღამის გასათევს ემიგრანტები აფინანსებენ.
როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, თვითორგანიზებით რამდენიმე ავტომობილი თბილისის მიმართულებით უკვე წამოვიდა. მალე კი 6 მიკროავტობუსი და 4 ავტომობილი დაიძვრება.
“ძალა ერთობაშია”, “არა რუსულ რეჟიმს”, “წინ ევროპაში”, – აცხადებენ ისინი.
აქცია 19:00 საათზე ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინაც გაიმართება.
კომენტარები