მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ მორიგი მსვლელობა გაიმართება

ქუთაისში, რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ მორიგი მსვლელობა გაიმართება

ქუთაისში, რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება. დღეს, 7 მაისს, 18:00 საათზე აქციის მონაწილეების ქალაქის  ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან.

მუნიციპალიტეტია მთავარი მოედნიდან, აქციის მონაწილეები მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლებენ.

“ჩავივლით რუსთაველის გამზირს, გადავინაცვლებთ ჯავახიშვილის ქუჩით ბუხაიძის ქუჩაზე, ავალთ გამსახურდიაზე, აღმაშენებელი-ტაბიძის კვეთით დავბრუნდებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ბოლო გაჩერება – რუსული რეჟიმის ქუთაისის ფილიალი (ქ. ქუთაისის მერია). ცვალებადი ამინდის გამო, დაგახვედრებთ საწვიმრებს.

გელოდებით ყველას, ვინც ევროპასა და რუსეთს შორის სწორ არჩევანს აკეთებთ.

საქართველო გაიმარჯვებს! ქართველი ხალხი გაიმარჯვებს”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები