მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ახლა დუმილი დანაშაულია, შემოგვიერთდით” – ქუთაისში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან

“ახლა დუმილი დანაშაულია, შემოგვიერთდით” – ქუთაისში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან

ქუთაისში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.

რუსული კანონის მოწინააღმდეგეები,  ხვალ, 10 მაისს, 18:00 საათზე დავით აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბებიან და ფეხით მსვლელობას “ქართული ოცნების” და ქუთაისის მერიის მიმართულებით მოაწყობენ.

“ახლა დუმილი დანაშაულია, გამოდით, შემოგვიერთდით, ჩვენი არჩევანი ევროპაა, არ გვინდა რუსეთში”,- აცხადებენ ორგანიზატორები.

ქუთაისში 3 კვირაზე მეტია, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები უწყვეტ აქციებს მართავენ.

კომენტარები