მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არ შეშინდეთ, გაბრაზდით და გამოდით გარე” – ქუთაისში რუსული კანონის მოწინააღმდეგეების პროტესტი გრძელდება

“არ შეშინდეთ, გაბრაზდით და გამოდით გარე” – ქუთაისში რუსული კანონის მოწინააღმდეგეების პროტესტი გრძელდება

3 კვირაზე მეტია, რუსული კანონის მოწინააღმდეგეების აქცია ქუთაისში უწყვეტად მიმდინარეობს.

პროტესტის მონაწილეები “ქართულ ოცნებას” ანტიდასავლური და ანტიევროპული კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეები, რუსული კანონის წინააღმდეგ დღესაც, 18:00 საათზე, დავით აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბებიან და “ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ.

სამოქალაქო აქტივისტები ამის შემდეგ ქუთაისის მერიასთან გადაინაცვლებენ.

“ის, რაც ბოლო დღეებში ხდება ქვეყანაში, ეს არის განგაშის სიგნალი, ეს არის ხელისუფლების მხრიდან იმის დემონსტრაცია, რომ მას არ უნდა კანონპროექტის უკან გაწვევა და უნდა მოქალაქეების შეშინება, ამიტომ ვთხოვ ქუთაისელ მოსახლეობას, არ შეშინდეთ, პირიქით, გაბრაზდით და გამოდით გარე”, – ამბობს აქტივისტი მიშიკო მუმლაძე.

კომენტარები