მთავარხუცესი, არქიმანდრიტი, მამა მაკარი აცხადებს, რომ მღვდელმოქმედება დროებით შიდა საეკლესიო განაწესის დარღვევის გამო შეუჩერდა.
მისივე თქმით, 12 მაისს კვირას წირვის დამთავრების შემდეგ შეკამათება მოუვიდა მღვდელმთავართან, რა დროსაც “სასულიერო პირისთვის არა სასურველად გადავიდა ზღვარს”
როგორ მამა მაკარი აღნიშნავს, შეხედულებების შეცვლას არავინ არ აიძულებს.
“მოგესალმებით ყველას. გუშინდელი გამოხმაურებების გამო მინდა გითხრათ. პირველი, მე მართლა არ ვთვლი ჩემ თავს იმ პიროვნებად, ვისთვისაც ამდენმა ადამიანმა უნდა გამოთქვას აზრი. მეორე, რაც შეეხება მე და მეუფე ანტონის შეხედულებების არა თანხვედრას. ეს არაა ახალი მოვლენა (რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ჩვენი რელიგიური შეხედულებები, ის სულ თანხვედრაშია.)
ხოლო რაც შეეხება ჩემი მღვდელმოქმედების დროებით შეჩერების საკითხს, ეს მოხდა შიდა საეკლესიო განაწესის დარღვევის გამო. კონკრეტულად, 12 მაისს კვირას წირვის დამთავრების შემდეგ შეკამათება მომივიდა მღვდელმთავართან, სადაც მე სასულიერო პირისთვის არა სასურველად გადავედი ზღვარს, რის გამოც გულწრფელად ვწუხვარ. (ამის გამო უკვე ვითხოვე შენდობა).. რაც შეეხება ჩემს შეხედულებებს, რა თქმა უნდა, მე ვრჩები ჩემს შეხედულებებზე, რომლის შეცვლას არავინ არ მაიძულებს”, – წერს მამა მაკარი.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა ბაღდათში მამა მაკარს მსახურება შეუჩერა. გადაწყვეტილება 13 მაისს ეპარქიის სხდომაზე მიიღეს.
კომენტარები