84 მომხრე, 30 წინააღმდეგი – ხმაურისა და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” რუსულ კანონი მესამე მოსმენითაც მიიღო.
3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონი,” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ, ის ხელახლა დააინიიცირა. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი “უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციაა,” ნაცვლად “უცხოური გავლენის აგენტისა”.
კანონის შემობრუნებას საზოგადოების მწვავე პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ამის მიუხედავად, “ოცნებამ” 17 აპრილს რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. ხოლო 1 მაისს, მეორე მოსმენით მიიღო.
კომენტარები