მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ასობით სტუდენტი რუსული კანონპროექტის კანონად ქცევას აპროტესტებს

ქუთაისში ასობით სტუდენტი რუსული კანონპროექტის კანონად ქცევას აპროტესტებს

რუსული კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ ქუთაისში რამდენიმე ასეული სტუდენტი ქუჩაში გამოვიდა.

ისინი ამ წუთებში ქუჩებში მსვლელობას მართავენ.

სტუდენტების თქმით, გაბრაზებული არიან ხელისუფლებაზე და არ დაუშვებენ, რომ ქვეყანა რუსეთის გზას დაადგეს.

84 მომხრე,  30  წინააღმდეგი – ხმაურისა და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” რუსულ კანონი მესამე მოსმენითაც მიიღო.

კომენტარები