რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია წყალტუბოშიც გაიმართა.
ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის მთავარი პარკის შესასვლელთან შეიკრიბნენ და “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რუსული კანონი გააპროტესტეს.
მათი თქმით, ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა და მმართველი პარტიის 84 დეპუტატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ არჩევანს ეწინააღმდეგება.
აქციაზე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი.
მოზარდებთან უცნობი პირები მივიდნენ და მოითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, რატომ არის ეს “კანონი რუსული”.
ჟურნალისტების ადგილზე დაბრუნების შემდეგ პოლიციელებმა უცნობი პირები ადგილიდან განარიდეს.
“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ყოველდღიურად იმართება ქუთაისშიც.
კომენტარები