ჩვენ ვართ შუმერების, იბერიელების, ხალიბების გენი და სისხლი გვაქვს, რომელსაც გენაცვალე ძალიან უყვარს სამშობლო და ეს არის უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა და დემოკრატია ჩვენ არც ერთზე ნაკლებად არ ვიცით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ განაცხადა.
“მე მინდა შევეხო, ჩემი კოლეგები გამოვიდნენ სანქციებთან დაკავშირებით და ეკონომიკა როგორ და რანაირად, რა თქმა უნდა, ეს ფონდები ძალიან ეხმარება საქართველოს და შემდგომში დაეხმარება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ არც ისინი იღებენ, ჩვენგანაც გაცილებით მეტს იღებს და სანქციას ვერ დააწესებენ, იმიტომ, რომ თავის თავს გამოუტანენ სანქციას ეკონომიკის კუთხით. მაგალითად რომ ავიღოთ, ბანკებში ჩადებულია 25 მილიარდი დოლარი, აქედან 8 არის სახელმწიფოსი, 15 კერძო სტრუქტურების, საერთო ჯამში, 60 მილიარდზე მეტია ჩადებული საქართველოში მათი ფული და მათ ფულს ვერ დაუწესებენ სანქციას.
რაც შეეხება პირად სანქციებს, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, მაგრამ ყველა ადამიანი მზადაა, იმიტომ, რომ სასწორის ერთ მხარეს ისეთი რამე დგას, რომ აქ ალტერნატივა არ არის, იმიტომ, რომ მშვიდობა ჩვენი მთავარია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ შუმერების, იბერიელების, ხალიბების გენი და სისხლი გვაქვს, რომელსაც გენაცვალე ძალიან უყვარს სამშობლო და ეს არის უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა და დემოკრატია ჩვენ არც ერთზე ნაკლებად არ ვიცით”, – განაცხადა წაქაძემ.
კომენტარები