ქუთაისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
მესხიშვილის თეატრის წინ შეკრებილები კანონს და უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპროტესტებენ.
პარალელურად, აქციის მონაწილეები საყვირებით და შეძახილებით აცილებენ თეატრში დაგეგმილი კონცერტის სტუმრებს და ცდილობენ, ამ ფორმით შეუქმნან დისკომფორტი ადამიანებს, რომლებიც კანონპროექტს არ აპროტესტებენ.
“მონებო” – ყვირიან აქციის მონაწილეები. თეატრის წინ შეკრებილების თქმით, დღეს წყდება ქვეყნის ბედი და კონცერტის მონაწილეების ხალხის გვერდით უნდა იდგნენ.
კომენტარები