1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ეს დღე 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
ბავშვთა დაცვის დღეს საკუთარი დროშაც გააჩნია, რომელიც მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყანამ ცნო. ეს მწვანე ფერის დროშაა, რომლის ცენტრშიც გამოსახულია დედამიწა და მის გარშემო 5 სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურაა.
კომენტარები