ქუთაისში, თერჯოლის ქუჩაზე სავარაუდოდ, ნარკორეალიზაციის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს.
“ინფო იმერეთს” ადგილზე მცხოვრები უყვება, რომ პერიმეტრზე მოულოდნელად სამართალდამცველები გამოჩნდნენ და დაუდასტურებელი ინფორმაციით, რამდენიმე პირი იმ დროს აიყვანეს, როცა ნარკოტიკის დადების პროცესს ახორციელებდნენ.
“პოლიციამ ქუჩაში რომ გამოვედით, გვითხრა, რომ სახლებში შედითო, ვერ გავიგეთ დაკავებულებმა ნარკოტიკი დადეს თუ პირიქით ისინი აიყვანეს, რომლებსაც უკვე სხვების მიერ დამალული წამალი უნდა აეღოთ. სავსე იყო ქუჩა სამართალდამცველებით”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” თვითმხილველმა.
“ინფო იმერეთი” მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს.
კომენტარები