მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დაზიანებული სახლები, განადგურებული ხეხილი და ნათესები – იმერეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან

დაზიანებული სახლები, განადგურებული ხეხილი და ნათესები – იმერეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან

იმერეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების სოფლებშია.

იმერეთში ძლიერი სეტყვის, ქარისა და წვიმის შედეგად 26 სახლია დაზიანებული.

ამ დროისთვის იმერეთის 5 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში, არაბიძეების სახლის სახურავიც დაზიანდა და საცხოვრებელი სივრცეც.

ჩამონგრეული ჭერი, დატბორილი იატაკი და განადგურებული ავეჯი. ასევე  განადგურებული ხეხილი, ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურები – ეს სტიქიის შედეგებია იმერეთში.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

კომენტარები