ქუთაისის “ტორპედოში” ფრანგი მცველი მამადუ სახო ითამაშებს.
34 წლის სპორტსმენსა და ქუთაისის” ტორპედოს” შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.
ფეხბურთელი ქუთაისში უახლოეს დღეებში ჩამოვა.
2021 წლის ივლისში სახომ კონტრაქტი გააფორმა ლიგა 1-ის კლუბ “მონპელიესთან”. 2023 წლის 24 ოქტომბერს სახომ მწვრთნელ მიშელ დერ ზაკარიანთან იჩხუბა და 2 ნოემბერს კლუბიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი ცენტრალური მცველი სხვადასხვა დროს პარი სენ ჟერმენის, ლივერპულის, კრისტალ პალასის და მონპელიას ღირსებას იცავდა. მამადუ სახო ასევე 2010-2018 წლებში საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა.
კომენტარები