მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები 17 ივნისს ქუთაისში მოსახლეობას შეხვდებიან

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები 17 ივნისს ქუთაისში მოსახლეობას შეხვდებიან

ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარები კამპანიას “პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“ იწყებენ, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრებს გამართავენ.

მათი განცხადებით, კამპანიის მიზანია მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების გაძლიერება.

რეგიონებში საჯარო შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები: თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა, ანა წითლიძე, სალომე სამადაშვილი და ანა ნაცვლიშვილი.

საჯარო შეხვედრები ქუთაისიდან დაიწყება და გორში დასრულდება.

“საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარები მოქალაქეებთან ერთად განიხილავენ მიმდინარე საკანონმდებლო გამოწვევებს, როგორიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი და მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი შედეგები საქართველოს მოსახლეობაზე. ასევე, შეგეძლებათ დასვათ კითხვები თქვენთვის საჭირბოროტო სხვა საკითხებზე“, – აღნიშნულია კამპანიის შესახებ განცხადებაში.

შეხვედრების განრიგი ასეთია: 17 ივნისი – ქუთაისი; 18 ივნისი – ზუგდიდი; 19 ივნისი – ბათუმი; 20 ივნისი – ოზურგეთი; 22 ივნისი – გორი

კომენტარები