რა პროცედურაა ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ბიოფსია და რატომ ინიშნება ის? ეს შეკითხვა პაციენტთა უმეტესობას აწუხებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ენდოკრინული, ქირურგი ბესო აბულაძე საუბრობს.
“ბიოფსია ეს არის სამედიცინო პროცედურა, რომელიც ინიშნება ფარისებრ ჯირკვალში კვანძის ან კვანძების არსებობის შემთხვევაში. პროცედურის მიზანია დაზიანებული ქსოვილიდან მასალის ამოღება და მისი გაგზავნა ციტოლოგიურ კვლევაზე, სადაც მასალის უჯრედული შესწავლა ხდება მიკროსკოპის ქვეშ.
პროცედურა ტარდება ექოსკოპიის კონტროლით. პასუხის მიხედვით, ვადგენთ მკურნალობის მეთოდებს: ეს იქნება ოპერაციული ჩარევა, მედიკამენტური მკურნალობა, თუ მულტიმოდალური მკურნალობა”, – აცხადებს ბესო აბულაძე.
კომენტარები