საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა. მისი მოწინააღმდეგე თურქეთი იყო, რომელმაც მძიმე ბრძოლაში, 3:1 გაიმარჯვა.
პირველი გოლი თურქეთის ნაკრებმა 25-ე წუთზე გაიტანა.
ორიოდე წუთში თურქებმა მეორე გოლიც გაიტანეს, თუმცა ვიდეოგამეორების შემდეგ არგენტინელმა მსაჯმა გოლი გააუქმა.
32-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში თავისი პირველი გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე. ქოჩორაშვილის ჩაწოდების შემდეგ ანგარიში მიქაუტაძემ გაათანაბრა.
მეორე გოლი თურქეთმა 65-ე წუთზე გაიტანა, მესამე კი ბოლო წუთებზე.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 22 ივნისს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
კომენტარები