მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სტიქია ბაღდათში – ადიდებულმა მდინარე ხანისწყალმა საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა

სტიქია ბაღდათში – ადიდებულმა მდინარე ხანისწყალმა საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა

სტიქია ბაღდათში – უხვი ნალექის შედეგად მდინარე ხანისწყალი ადიდდა.

ადიდებულმა მდინარემ სოფელთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი დააზიანა, ასევე დაზიანებულა სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა.

არსებული ინფორმაციით, დაიტბორა სოფელში მდებარე წყლის საამქრო. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის შესწავლა და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

კომენტარები