დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩს გამართავს. საქართველოს მეტოქე ჩეხეთის ნაკრები იქნება.
ქუთაისში, პირველი მატჩის მსგავსად ადგილობრივებს საშუალება ექნებათ, ფეხბურთს დიდ ეკრანზე ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე უყურონ, მათ შორის ერთ-ერთი ლოკაცია მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი იქნება.
“გელოდებით საქართველოს ევროპული მომავლის გულშემატკივრებს, საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ. ვუყუროთ ფეხბურთს ერთად ბუდუს ქალაქიდან, ბუდუს უბნიდან. ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ოქროს ბიჭებს. ყველაფერი აქვს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს გასამარჯვებლად. მთავარია, მცირედ იღბალმაც გაგვიღიმოს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები