მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, დები იშხნელების ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისში, დები იშხნელების ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისში, დები იშხნელების ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, ქუჩის დასაწყისში, 7 თვე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუსრულებლად მიმდინარეობს.

მოსახლეობა ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვს.

“ეს გახლავთ დები იშხნელების ქუჩის დასაწყისი, სადაც 7 თვეა, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. არ არის არანაირი ამკრძალავი ნიშანი სატვირთო მანქანებისთვის, რომლებმაც დაანგრიეს და მწყობრიდან გამოიყვანეს ელექტრო და ინტერნეტსადენები, დაამსხვრიეს და ავარიულ მდგომარეობაშია წყალგაყვანილობა. გადაადგილება შეუძლებელია. ადგილობრივმა მოსახლეობამ უამრავი თხოვნით, წერილით მივმართეთ მუნიციპალიტეტს და მერიას, მაგრამ თურმე ტენდერი დამთავრდა. თქვენი ტენდერი დამთავრდება სასექტემბროდ თუ ამ ქუჩას და ზოგადად, უბანს არ მიხედავთ!!! დარწმუნებულები იყავით თქვენ ბედს ჩვენს ქუჩაში, უბანში ეს უყურადღებობა, უგულობა და საქმისადმი არაპროფესიონალური დამოკიდებულება გადაწყვეტს. ეს არ არის მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრი, ვწერ უბნის მოსახლეობის სახელით და თუ შეიძლება ყურადღება მიაქციეთ ამ ძირძველ კოლორიტული უბანს და მეტი პატივისცემა გამოხატეთ მოქალაქეების მიმართ”,- წერენ სოციალურ ქსელში.

კომენტარები