2 თვის ნოა გობეჯიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ჩვილი დაბადების პირველივე დღიდან რეანიმაციაშია, თუმცა საქართველოში ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანა კი ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული
“მეგობრებო, პატარა საოცარ კაცს, ნოა გობეჯიშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება… ურთულესი მშობიარობის შედეგად, 2 თვის ნოას აქვს სისტემატური გულყრები, დაბადების პირველივე დღიდან რეანიმაციაშია, თუმცა საქართველოში ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება. სასწრაფოდ უნდა მოხდეს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანა, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
თითოეულ ლარს, თითოეულ გაზიარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს! დარწმუნებული ვარ, თქვენი თანადგომით და დახმარებით, ძალიან მალე პატარა ნოა სრულიად გამოჯანმრთელდება”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:
თიბისი ბანკი:
#GE09TB7905945061100046
მიმღები: დავითი გობეჯიშვილი
საქართველოს ბანკი:
#GE36BG0000000570284987
მიმღები: ნათია გობეჯიშვილი
კომენტარები