ქუთაისში წვიმამ პრობლემები შექმნა. ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო გზის ნაწილი დატბორილია.
ადგილობრივების თქმით, ასევე წყალი ამოდის საკანალიზაციო ჭებიდან, რაც საავტომობილო გზაზე საავარიო სიტუაციებს ქმნის.
“ყოველი წვიმის დროს წერეთლის ქუჩაზე კერძოდ სახანძრომდე არის ეს მდგომარეობა. ნუთუ არ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? უამრავი ავტომობილი დაზიანდა და საავარიო სიტუაცია იქმნება”,- წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი ნათია მამარდაშვილი.
კომენტარები