ქუთაისში სტიქიას ებრძვიან. ქალაქში ბოლო რამდენიმე საათია, გადაუღებლად წვიმს, რის შედეგადაც მდინარე ოღასკურა ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და საავტომობილო გზა და კორპუსის ეზოები დატბორა.
მძიმე მდგომარეობაა ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაშიც, სადაც წყალი საცხოვრებელ სახლებში შევარდა.
გარდა ამისა, წერეთლის ქუჩაზე, წყალი საავტომობილო გზაზე დგას, რის გამოც მანქანებს გადაადგილება უჭირთ.
კომენტარები