ბაღდათის მერიამ 40 946 ლარის სახელფასო ჯილდო, ხოლო 14 331 ლარის სახელფასო დანამატი გასცა.
ბაღდათის მერიის მიერ გაცემული პრემია, დანამატებით და სახელფასო ჯილდოებით იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” დაინტერესდა.
ბაღდათის მერიის მიერ გამოგზავნილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ სახელფასო ჯილდო 147 ადამიანზე გადანაწილდა, ხოლო სახელფასო დანამატი 9 თანამშრომელზე.
“ინფო იმერეთისთვის” უცნობია, ვინ და ვინ წახალისდა ბიუჯეტის ფულით ბაღდათის მერიაში.
აღნიშნული სახელფასო ჯილდო და დანამატი 2024 წლის განმავლობაში გაიცა.
“ინფო იმერეთი” იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის მონიტორინგს აგრძელებს. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, სად და ვისზე იხარჯება ბიუჯეტის ფული.
მასალა მომზადებულია მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით.
კომენტარები