მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ავტობუსი ტროტუარზე იყო, შეჯახებულია ხეს, დაზიანებულია ღობეც” – ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში

“ავტობუსი ტროტუარზე იყო, შეჯახებულია ხეს, დაზიანებულია ღობეც” – ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – წერეთლის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე აღმოჩნდა.

ფოტოებში, რომელიც “ინფო იმერეთს” მოაწოდეს, ჩანს, რომ ავტობუსი დაეჯახა ხეს და ასევე საცხოვრებელი სახლის ღობეს.

“დეტალურად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ხმაურზე რომ გავიხედე, ავტობუსი საავტომობილო გზის ნაცვლად ტროტუარზე იყო, შეჯახებული იყო ხეს, დაზიანებულია ღობეც”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” თვითმხილველმა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

“ინფო იმერეთი” დეტალებს არკვევს.

კომენტარები