მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თეა წულუკიანი ქუთაისში თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს შეხვდა

თეა წულუკიანი ქუთაისში თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს შეხვდა

კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და განიხილეს თეატრების სამომავლო განვითარების გეგმები, პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

სამუშაო შეხვედრაზე თეა წულუკიანმა 2025 წლიდან სახელმწიფო თეატრების შემოსავლების გაზრდის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი, შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი, სახელმწიფო თეატრების დირექტორები და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

კომენტარები