ქუთაისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ზაქრო მამასახლისი, სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს და აცხადებს, რომ “ამერიკული დემოკრატია გარდაიცვალა”.
“ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა ამერიკული დემოკრატია. პანაშვიდები ყოველდღე. დაკრძალვა არ იქნება, უნდა ყარდეს”, – წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” წევრი ზაქრო მამასახლისი.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს 13 ივლისს, პენსილვანიაში გამართულ აქციაზე ესროლეს. შედეგად ტრამპი დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია.
ცნობისთვის, ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთზე” ნიუსის გავრცელების შემდეგ საკრებულოს დეპუტატმა ფეისბუკ სტატუსი წაშალა.
კომენტარები