21 ივლისს, ქუთაისში ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი “ჟღერადი სივრცე” გაიმართება. ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების/მოზარდებისა და თბილისსა და ქუთაისში დაფუძნებული პროფესიონალი ხელოვანების თანამშრომლობის პირველი პრეცედენტი ქუთაისში.
“ჟღერადი სივრცე“ განსხვავებული ენერგიებისა და ინფორმაციის გაცვლის ადგილია, სადაც თითოეული მოცეკვავე სხეულის საერთო ენისა და პირადი ტერიტორიების შექმნით, რითმის, გრავიტაციისა და ემოციის მეშვეობით სიმშვიდისა და წონასწორობის მოპოვებას ცდილობს.
სპექტაკლი შემოქმედებითი პროცესის კულმინაციაა, რომელიც პროექტ, “იცეკვე, იმოძრავე, იმოქმედეს” ფარგლებში შეიქმნა. სპექტაკლში ტიპური განვითარების მქონე პროფესიონალი მოცეკვავეები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მონაწილეობენ, რომლებიც ექვსი თვის მანძილზე, კლასებით, ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ვორქშოფებით თუ ინტენსიური რეპეტიციებით ქუთაისის აუდიტორიასთან შესახვედრად ემზადებოდნენ.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/events/852475610090871/?ref=newsfeed
კომენტარები