სასტიკი მკვლელობა ლეჩხუმში – ცაგერის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა ნაჯახით მოკლა. მკვლელობის მოტივი უცნობია.
პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა.
როგორც “ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
ძმის მკვლელობისთვის დაკავებული პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მას ბრალს სავარაუდოდ, დღის განმავლობაში წარუდგენენ.
კომენტარები