მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“როგორც არ უნდა მორჩეს კონსტრუქციის მოწყობა სრული გადახურვის ჩათვლით, ამ 26-დღიან ეპიზოდს ვერაფერი გამოასწორებს”

“როგორც არ უნდა მორჩეს კონსტრუქციის მოწყობა სრული გადახურვის ჩათვლით, ამ 26-დღიან ეპიზოდს ვერაფერი გამოასწორებს”

როგორც არ უნდა მორჩეს კონსტრუქციის მოწყობა სრული გადახურვის ჩათვლით, ამ 26-დღიან ეპიზოდს ვერაფერი გამოასწორებს, რამდენიმე დღე უხვნალექიანი ამინდით გამოწვეული გაზრდილი რისკების გამო საკურთხევლის კონქის მოზაიკაზე! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი წერს.

მისივე თქმით, ახლის მოწყობამდე, კრამიტის ფენილის ღია ცის ქვეშ მიტოვება ფატალური შეცდომა იყო.

“დღევანდელი მდგომარეობით, ხარაჩო საკურთხევლის აბსიდს აცილებულია და მასზე მოწყობილი ტენტი აბსიდის გადახურვის ქვედა ნიშნულიდან დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლეზე გარკვეულ ფართობს ფარავს, კედელი არ აქვს, შესაბამისად, კრამიტის ფენილის მხოლოდ ნაწილობრივი დაფარვის საშუალებას იძლევა.

კიდევ ერთხელ

ახლის მოწყობამდე, კრამიტის ფენილის ღია ცის ქვეშ მიტოვება ფატალური შეცდომა იყო!

როგორც არ უნდა მორჩეს კონსტრუქციის მოწყობა სრული გადახურვის ჩათვლით, ამ 26-დღიან ეპიზოდს ვერაფერი გამოასწორებს, რამდენიმე დღე უხვნალექიანი ამინდით გამოწვეული გაზრდილი რისკების გამო საკურთხევლის კონქის მოზაიკაზე!

რაც იქ ახლაა მოწყობილი, სრულად დახურვამდე პრევენციისთვის ესეც ვერ გამოგდება!

ამინდების იმედად ყოფნა პროფესიული მიდგომებისგან შორსაა!

ის ფაქტი, რომ ტენტი მხოლოდ ამ ნაწილში იქნა დღეს ნაწილობრივ მოწყობილი შეცდომის გააზრებაზე მიანიშნებს, მაგრამ იმ ფონზე, როცა ამას არ აღიარებ და თავდასხმის რეჟიმში გადადიხარ, ნდობის მოპოვება ურთულესი ამოცანა იქნება.

თან შეცდომა უმძიმესია!” – წერს ბარათაშვილი.

კომენტარები