მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გელათის ამ სახურავს აქვს იმის უნარი, რომ აიტანოს პატარა, რამდენიმე წვიმა”

“გელათის ამ სახურავს აქვს იმის უნარი, რომ აიტანოს პატარა, რამდენიმე წვიმა”

გელათს სარესტავრაციო სამუშაოების მთავარი არქიტექტორი ამტკიცებს, რომ სხვა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის გამო, დროებითი გადახურვის მოხსნა გახდა საჭირო.

ვატო ზესიაშვილის მტკიცებით, ამ დღეების განმავლობაში,  ტაძარში წყალი არ ჩასულა და უნიკალური ფრესკები უფრო მეტად არ დაზიანებულა.

“სადღაც, რაღაცას აპარებს კი, მაგრამ ეს არ არის, რომ სახურავის გარეშე დავტოვეთ, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცოტა ხნით ამ სახურავს, რომელსაც ხედავთ, აქვს იმის უნარი, რომ აიტანოს პატარა, რამდენიმე წვიმა. არ არის წამიერი საშიშროება, რომ წყალი ჩასულიყო. ჩვენ ვიცით, რომ ზუსტად კონკის ქვეშ არის ერთ-ერთი უნიკალური მოზაიკა“, – განაცხადა ვატო ზესიაშვილმა.

საპირისპიროს ამტკიცებენ ექსპერტები, მათი თქმით, ტაძარში წყალი ჩადის, რაც უნიკალურ მოზაიკას აზიანებს.

ექსპერტების თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები არასწორად მიმდინარეობს, რაც გელათს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

კომენტარები