მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ვანის პოლიციის უფროსი სამსახურებრივი ავტომობილით პირუტყვს დაეჯახა – პოლიცია დაჯარიმების მიზნით მის პატრონს ეძებს

ვანის პოლიციის უფროსი სამსახურებრივი ავტომობილით პირუტყვს დაეჯახა – პოლიცია დაჯარიმების მიზნით მის პატრონს ეძებს

ვანის პოლიციის უფროსი სამსახურებრივი ავტომობილით რქოსან პირუტყვს დაეჯახა.

დაზიანებულია სამსახურებრივი მანქანა, პოლიცია კი პირუტყვის მეპატრონეს დაჯარიმების მიზნით ეძებს, რადგან უწყების განმარტებით, შინაური ცხოველი უმეთვალყურეოდ ადგილზე გადაადგილდებოდა.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, რქოსანი პირუტყვი გადარჩა, მეპატრონეს კი დადგენის შემთხვევაში ფულადი თანხით დააჯარიმებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ პოლიციის უფროსი არაფხიზელ მდგომარეობაში არ ყოფილა.

კომენტარები