“112” მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებით ამინდის მოსალოდნელ გაუარესებაზე აფრთხილებს.
შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებს ეგზავნებათ, ნათქვამია, რომ 31 ივლისს, საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება.
“მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”, – წერს “112”.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კი, 31 ივლისს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში – ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
“მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში საფრთხის დონე მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე – საშუალო)”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
კომენტარები