მთავარიახალი ამბებისპორტი

“ტორპედომ” “სამტრედია” ბოლო წამებზე დაამარცხა

“ტორპედომ” “სამტრედია” ბოლო წამებზე დაამარცხა

ქუთაისის “ტორპედომ“ “რამაზ შენგელია არენაზე“, ეროვნული ლიგის მე-19 ტურში „სამტრედიას“ უმასპინძლა და ურთულესი დაპირისპირება მხოლოდ ბოლო წამზე გატანილი გოლის წყალობით მოიგო – 2:1.

მე-17 წუთზე სტუმრები ჯოზეფ ამოაკმა ეფექტური დარტყმით დააწინაურა.

ქუთაისელებმა წონასწორობა შესვენებამდე აღადგინეს – 33-ე წუთზე ფელიპე პირესმა კარის წინ მომო იანსანე მონახა, მან კი თავით ზუსტად დაარტყა.

90+6-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა დაახლოებით 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ქუთაისელებმა 19 ტურის შემდეგ 38 ქულა დააგროვეს და ლიდერ გორის „დილას“ (40) მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან, ხოლო „სამტრედია“ (11) ბოლო ადგილზე დარჩა.

კომენტარები