მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის “ტორპედოს” მცველი სენეგალში ბავშვთა სახლსა და საფეხბურთო ცენტრს ააშენებს

ქუთაისის “ტორპედოს” მცველი სენეგალში ბავშვთა სახლსა და საფეხბურთო ცენტრს ააშენებს

ქუთაისის „ტორპედოს“ მცველი მამადუ სახო საფრანგეთში იმყოფებოდა და სენეგალის დახმარების ახალი პროექტის განხორციელება დააანონსა, – ინფორმაციას France Diplomatie ავრცელებს.

ფრანგი დიპლომატების პარტნიორი ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქუთაისის „ტორპედოს“ მცველი ახალი პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობდა.

“ამ კვირაში ჩვენ გვქონდა სიამოვნება მივესალმებოდით ფეხბურთელ მამადუ სახოს და მის მეუღლეს მაიდა სახოს.

“პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი კაპიტანი და საფრანგეთის ნაკრების ექს-მოთამაშე განათლების სფეროს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი ფონდით (amsak.donation) ერთგულად ემსახურება.

ეს შეხვედრა იყო მისთვის შესაძლებლობა, წარმოედგინა მრავალფუნქციური კომპლექსის აშენების პროექტი, რომელიც მოიცავს ბავშვთა სახლისა და ფეხბურთის სასწავლო ცენტრს ტამბაკუნდაში, სენეგალის სამხრეთ-აღმოსავლეთში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები