მშიშარა ადამიანების ქმედებაა ზურგში მიპარვით მსგავსი მოქმედება და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ “ქართული ოცნება” მარცხდება ამ არჩევნებში, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა და “ერთიანობის” წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“მშიშარა ადამიანების ქმედებაა ზურგში მიპარვით მსგავსი მოქმედება და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ “ქართული ოცნება” მარცხდება ამ არჩევნებში და უნდა, რომ ძალადობით რაღაც გააკეთოს. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალადობა მათ უკან შეუტრიალდებათ. ჩვენ ერთიანობით უნდა ვუპასუხოთ, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ სამშობლოზე, ხალხზე ზრუნვით და ერთხელ და სამუდამოდ 26 ოქტომბერს, მათ შორის, ძალადობა უნდა ჩაჰბარდეს წარსულს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას გუშინ სამტრედიაში საარჩევნო ოფისის გახსნისას ახალგაზრდა მამაკაცი თავს დაესხა და სახის არეში დაარტყა.
კომენტარები