მთავარიახალი ამბებისპორტი

ბუდუ ზივზივაძე “კარლსრუეს” ვარჯიშზე დაშავდა

ბუდუ ზივზივაძე “კარლსრუეს” ვარჯიშზე დაშავდა

“კარლსრუეს“ ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სამშაბათს დილის ვარჯიშზე დაშავდა და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა, – ინფორმაციას bnn.de ავრცელებს.

“ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე “კარლსრუეს“ ვარჯიშზე მეკარე აკი კოხთან შეჯახების შემდეგ იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. მას გუნდის ფიზიოთერაპევტი მატეო პოპერტი მკურნალობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

„კარლსრუეს“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში სეზონი შესანიშნავად დაიწყო, პირველივე ტურში ჰეთთრიქი შეასრულა და ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

კომენტარები