“სამტრედია” მთავარმა მწვრთნელმა დიმიტარ კაპინკოვსკიმ დატოვა, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
“ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ჩრდილოეთმაკედონიელმა სპეციალისტმა დიმიტარ კაპინკოვსკიმ “სამტრედია“ დატოვა. მადლობას ვუხდით მას გაწეული სამუშაოსთვის და ვუსურვებთ წარმატებებს“, – აღნიშნულია “სამტრედიის“ განცხადებაში.
დიმიტარ კაპინკოვსკიმ „სამტრედია“ 2024 წლის აპრილში, რთულ ვითარებაში ჩაიბარა და ეროვნულ ლიგაში დატოვა, მაგრამ მიმდინარე სეზონში გამართული 21 ტურის შემდეგ გუნდი 11 ქულით ბოლო ადგილზეა და გავარდნის რეალური კანდიდატია.
ვინ ჩაიბარებს „სამტრედიას“ კაპინკოვსკის შემდეგ, ჯერ უცნობია. კლუბის ცნობით, გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ.
კომენტარები