საჩხერეში, სოფელ არგვეთში 3 წლის ბავშვი 18-მეტრიან ჭაში ჩავარდა. შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
მის გადარჩენას თავდაპირველად მამა შეეცადა, თუმცა ვერ იპოვა, შემდეგ კი ბავშვი ჭიდან მეზობელმა ნუგზარ კიპაროიძემ ამოიყვანა.
სამი წლის დემეტრე თბილისშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ახლობლების თქმით, ბავშვი გონზე მოვიდა, თუმცა წყალში დიდხანს ყოფნისგან ფილტვების ანთება აქვს და ხელოვნურად აძინებენ.
კომენტარები