მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სხვა გზა არ დაგვიტოვეს” – შუქრუთელები ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ინაცვლებენ

“სხვა გზა არ დაგვიტოვეს” – შუქრუთელები ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ინაცვლებენ

ჭიათურაში კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობით დაზარალებული ადამიანები, საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მსვლელობისთვის ემზადებიან.

აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის სახლთან 15:00 საათიდან გადაინაცვლებენ.

“სახლი დაგვინგრიეს, თუ რამე ჩემმა მამამთლიმა და ქმარმა იწვალეს, ამ სახლის მშენებლობაზე ჩადეს, უმძიმეს პირობებში გვიხდება ცხოვრება, ამათ კი ეს არ აინტერესებთ. სხვა გზა დარჩენილი არ გვაქვს, იძულებული ვართ, ივანიშვილის სახლთან გადავინაცვლოთ”, – აცხადებს აქციის მონაწილე.

შუქრუთში მოსახლეობის პროტესტი 165 დღეა, გრძელდება. ადგილობრივები კომპანია GM-სგან დანგრეული სახლებისა და საცხოვრებელი გარემოს გამო ღირსეულ და სამართლიან ანაზღაურებას მოითხოვენ.

კომენტარები