მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თუ არ ჩაერთვება ამ პრობლემების მოგვარებაში მთავრობა, სექტემბრიდან ვიკერავთ პირს და ვიწყებთ შიმშილობას”

“თუ არ ჩაერთვება ამ პრობლემების მოგვარებაში მთავრობა, სექტემბრიდან ვიკერავთ პირს და ვიწყებთ შიმშილობას”

ჭიათურაში კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობით დაზარალებული ადამიანები, სოფელ შუქრუთში უწყვეტ აქციებს აგრძელებენ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, თუ მომდევნო ორი დღის განმავლობაში მათი პრობლემებით ხელისუფლება არ დაინტერესდება და კომპანია მათ ადეკვატურ კომპენსაციას არ მისცემს, ისინი პირის ამოკერვას და უვადოდ შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.

“დღეს უწყვეტი აქციის 171 დღეა, პირველ სექტემბრამდე თუ არ ჩაერთვება ამ პრობლემების მოგვარებაში ცენტრალური მთავრობა, პირველი სექტემბრიდან მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას, ვიკერავთ პირს და ვიწყებთ შიმშილობას”, – აცხადებენ შუქრუთში აქციის მონაწილეები.

კომენტარები