მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა თეონა გიორგაძემ თანამდებობა დატოვა.

მან ამ პოზიციაზე მუშაობა გიორგი ჭიღვარიას მერობის პერიოდში დაიწყო და აღნიშნულ თანამდებობას 7 წლის განმავლობაში იკავებდა.

არსებული ინფორმაციით, თეონა გიორგაძე საქმიანობას კერძო სექტორში განაგრძობს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობას ჟუკა ბანძელაძე შეასრულებს.

კომენტარები